სტუდიის შესახებ
ყველაფერი 1999 წლიდან დაიწყო... თავდაპირველად სტუდიის შექმნის იდეა გაჩნდა მოსაწყენი, რიგიდული სწავლების ალტერნატივად და ეს დიდი მოგზაურობა-ექსპერიმენტი დღემდე წარმატებით გრძელდება.
სტუდიაში ყველაფერი ისწავლება ინტერაქტიული მეთოდითა და შემოქმედებითი მიდგომით, სადაც მასწავლებელი არ არის დომინანტი, მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრსა და შესაძლებლობებს, სადაც არ არის დისციპლინის პრობლემა, იმიტომ რომ ყველა მონდომებულია. გაკვეთილები და ლექციები არის მხიარული, ლაღი, ინფორმატიული და სავსეა თამაშებითა და აქტივობებით. მოსწავლეებს არ ეშინიათ შეცდომების დაშვების, რაც უზრუნველყოფს მათ წინსვლას.
წლებმა გვიჩვენა, რომ ეს მეთოდი ამართლებს! მივიღეთ განათლებული და ბედნიერი თაობა, რომლებსაც უკვე თავიანთი შვილები მოჰყავთ, ხოლო მოსწავლეები სტუდიის მასწავლებლები ხდებიან.
ამ წლების მანძილზე დაგროვებული ცოდნითა და გამოცდილებით სტუდია გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე, 2018 წელს ესტონეთის ხელოვნების ასოციაციის წევრები ესტუმრნენ სტუდიას, გაეცნენ სტუდიის საქმიანობასა და სწავლების მეთოდებს, 2019 წელს კი, მიწვეული იქნა ესტონეთში, მასწავლებლებისთვის სტუდიის მეთოდიკის გაზიარების მიზნით და მასტერკლასების ჩასატარებლად.
სტუდიის ძალას წარმოადგენს მისი პროფესიონალი, ხალისიანი, ინტერნაციონალური მასწავლებლების გუნდი და ძლიერი მენეჯმენტი.
2017 წელს სტუდია თიბისი ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტი გახდა მცირე ბიზნესის ნომინაციაში, 2019 წელს - სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში.
3 მოსწავლით დაწყებული საქმე დღესდღეობით ითვლის 500-მდე მოსწავლეს, 20-მდე მასწავლებელს, 31 საგანსა და 40-მდე ჯგუფს.
ნატა ბუაჩიძის სტუდია არის თავისუფალი შემოქმედებითი სივრცე, სადაც ყველა ბედნიერი და მოტივირებულია: ბავშვიც, უფროსიც, მშობელიც და მასწავლებელიც.