top of page

-
რა საგნები ისწავლება სტუდიაში და როგორი მეთოდით?სტუდიაში ყველა საგანი ისწავლება ინტერაქტიული მეთოდითა და შემოქმედებითი მიდგომით: ხატვა, ხატვა+ძერწვა, ნახევრად აკადემიური ხატვა, აკადემიური ხატვა, ხელოვნების ისტორია, ხელოვნების რა-კურსი, ხატვა+მითოლოგია, ძერწვა+მითოლოგია, ვქმნით წიგნებს, მხიარული მათემატიკა, არქიტექტუ-რა, არტ-მენეჯმენტი, ინგლისური 'ითამაშე და ისწავლე'და ინგლისური (დონეების მიხედვით) უცხოენოვან მასწავლებელთან ერთად.
-
რა ასაკიდან ხდება სტუდიაში მიღება და რა არის ზედა ზღვარი?სტუდიაში მიღება ხდება 4 წლიდან, ჯგუფები დაყოფილია ასაკობრივად, როგორც ბავშვებისთვის, ასევე სტუდენტებისთვისა და ზრდასრულებისთვის. ზედა ზღვარი არ გვაქვს.
-
საგნების საფასური და ფასდაკლებებისაგნების თვიური საფასური იწყება 78 ლარიდან. მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები: 3 ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში, საგნების თვიურ ჯამურ საფასურს აკლდება 10 % ერთი ოჯახიდან 2 ან მეტი წევრის შემთხვევაში, საგნების თვიურ ჯამურ საფასურს აკლდება 10% 10%-იანი ფასდაკლება ხელოვნების ისტორია+ხატვის ჯგუფზე (ასაკობრივი ჯგუფი 8-9) 20%-იანი სტუდენტური ფასდაკლება აკადემიური ხატვის ჯგუფსა და ხელოვნების რა-კურსზე
-
რამდენი მოსწავლეა თითოეულ ჯგუფში?ბავშების რაოდენობა განისაზღვრება საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე თითოეულ ჯგუფში ვიღებთ 8-10 ბავშვს.
-
ხდება თუ არა უცხოენოვანი მოსწავლეების მიღება?სტუდიაში ხდება უცხოენოვანი მოსწავლეების მიღება.
-
როდის ხდება ჯგუფებში ჩაწერა?ჯგუფებში ჩაწერა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუ სასურველ ჯგუფში არის ადგილი. იმ შემთხვევაში თუ ჯგუფებში ადგილი არ გვაქვს, ჩაწერა ხდება მომლოდინეთა სიაში და ადგილის გათავისუფლების შემთხვევაში, მაშინვე გატყობინებთ. ახალი სასწავლო წლისთვის ჩაწერა კი იწყება გაზაფხულზე.
-
სასწავლო წელი და არდადეგები2022-2023 სასწავლო წლის დაწყების თარიღი დაანონსდება აგვისტოში.
-
ტარდება თუ არა გამოფენა?სასწავლო წლის შემაჯამებელი გრანდიოზული გამოფენა ტარდება ყოველწლიურად, ივნისის თვეში, რომელიც ერთგვარი ფესტივალია და დატვირთულია სხვადასხვა ვორქშოპებითა და ვიქტორინებით, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. გამოფენაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს და არის სრულიად უფასო.
bottom of page