გრაფიკული დიზაინის კურსი ბაია სიხარულიძესთან ერთად.
ვიზუალურად თქმული სიტყვა (შემდეგი უნარების განვითარება: კომუნიკაცია, გემოვნება, აზროვნება, გამოხატვის სილაღე)
გსურს დაეუფლო გრაფიკული საბრძოლო ხელოვნების საფუძვლებს?
გრაფიკული დიზაინი დღევანდელობაში ვიზუალური გზებით გამოხატული შენი მძლავრი ხმაა, შენი შეხედულებების მძლავრი რუპორი.
იცოდე, რომ ვიზუალური მეთოდი უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე სიტყვიერი, - აღქმისთვის მარტივი, გონებისთვის სწრაფად შესაცნობი.
სწრაფი და მახვილი, - გრაფიკული დიზაინის საშუალებით შექმნილი ვიზუალური მეთოდი ძველებურად თქმულსაც ახლებურად აქცევს.
კურსის მსვლელობისას შევისწავლით adobe-ის პროგრამებს (ფოტოშოფს, ილუსტრატორს და ინდიზაინს) საბაზისო დონეზე, ვისწავლით გრაფიკული დიზაინისთვის საჭირო აზროვნებას და გავეცნობით ვიზუალიზაციის ხერხებს. გარდა კომპიუტერული პროგრამებისა, დავხატავთ და ხელით შევქმნით ნამუშევრებს.
კურსი ტარდება შაბათობით, 16:30 საათზე ხანგრძლივობა 1.20 ასაკობრივი ჯგუფი 14-17
ჩაწერისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 599012952 თამუნა, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან მეილზე natasstudio@gmail.com
