top of page
Search

მოდი-მოდა

‘მოდი მოდა’, თეორიული და პრაქტიკული მოდის დიზაინის კურსი მარიამ გვასალიასთან ერთად (გვასალიას ბრენდის დამფუძნებელი, არაერთი ჩვენების მონაწილე და გამარჯვებული საქართველოსა და უცხოეთში).


მარიამი გვიყვება კურსის შესახებ: ‘მოდაზე სასაუბროდ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ასაკისა და დიდი ფანტაზიის მქონე მსმენელები ავირჩიე. ჩვენ მიმოვიხილავთ მოდის ისტორიას და მოდის ინდუსტრიას. ვისწავლით ხატვას, კონსტრუირებას, მანეკენთან მუშაობას, თარგების დამზადებას. შევეცდები შეგაყვაროთ მოდის საინტერესო და ლამაზი სამყარო. ვისწავლით საკოლექციო ხაზის შექმნას და თქვენ შეძლებთ თქვენი ფანტაზია შესწავლილი თარგების დახმარებით გადაიტანოთ რეალურ სამოსში. აგრეთვე, გავეცნობით ყველა ეპოქის საუკეთესო დიზაინერებს.

13-16 ასაკობრივი ჯგუფი ჩატარდება ოთხშაბათს, 18:00 საათზე.


ჩასწერისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599012952 თამუნა.




bottom of page