მისალოცი ბარათების შექმნის მასტერკლასი
top of page
Search

მისალოცი ბარათების შექმნის მასტერკლასი

SOLO Hobby-ის ფარგლებში, ნატა ბუაჩიძის სტუდია SOLO-ს მომხმარებლების შვილებს იწვევს მისალოცი ბარათების შექმნის მასტერკლასზე, სადაც თანამედროვე ქართველ მხატვართან, თამრიკო მელიქიშვილთან, ერთად ბევრ საინტერესო აქტივობაში ჩაერთვებიან:

  • მოვისმენთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ლეგენდებს

  • დიდ მონიტორზე თვალს მიადევნებთ ამ ლეგენდების მთავარ გმირებსა და მათ თავგადასავლებს

  • სპეციალური მასალის გამოყენებით შევქმნით ყველაზე უცნაურ და მრავალფეროვან საახალწლო ბარათებს

ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად განავითარებს ბავშვების შემოქმედებით აზროვნებას და შესაძლებლობას მისცემს მათ, გახდნენ დაუჯერებელი ისტორიების მოგზაურები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, მასტერკლასზე დასასწრებად აუცილებელია, ბავშვებს ეკეთოთ პირბადე, რომელიც ადგილზე დახვდებათ.

მასტერკლასის დეტალები

თარიღი: 19 დეკემბერი

დრო: 17:00

ხანგძლივობა: 1.2 სთ

მისამართი: ბელინსკის 27

ბავშვების ასაკი: 6-9 წელი

მონაწილეთა რაოდენობა: 4-10

SOLO ფასი: 40 ₾

რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით თქვენს SOLO ბანკირს ან ელ. ფოსტაზე hobby@solo.ge



bottom of page